
ავტორი
Front News საქართველო
“კონფერენციაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც 9 პრიორიტეტის ნაწილია, მათ შორის მსჯელობა გვქონდა დეოლიგარქიზაციის გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის მოლოდინზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული დეზინფორმაციის პრობლემატიკით, გაგრძელებული უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის თვალსაზრისით, დეოლიგარქიზაციით, სასამართლო რეფორმით, მედიასთან დაკავშირებული საკითხებით.
“კონფერენციაზე საინტერესო მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ პროცესში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან საგნობრივი დისკუსია გვქონდა. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. თუკი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა, სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც, ისევე წარმატებული ვიქნებით საბოლოო ჯამში, შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონფერენცია – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილეს 9 პრიორიტეტი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს