
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
“14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მსურს, ამ მძიმე პერიოდში უკრაინისთვის, ეს დღე მივულოცო ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და მხნეობას ამ მძიმე პერიოდში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს