შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ქვეყანას დამანგრეველი ომისკენ ექაჩებოდნენ.
"გარე ძალები და შიდა ოპოზიცია და „ენჯეოები“ როდესაც გვექაჩებოდნენ ომში, ვთქვით, ვინ თუ არა, ქართველებმა ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და მწარე გამოცდილებით ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ჩვენ ვიდექით ასეთი დამანგრეველი ომის პირზე, სადაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ შიდა თუ გარე ძალები. ამის საპირწონედ, ვხედავდით ყალბ მჯიღის ცემას, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან იმის გააზრების გარეშე, თუ რას წარმოადგენდა საქართველოში ამგვარი ისტერიის დათესვა.
უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩიხშია შესული ეს ომი. გამოსავალი, ომის გაგრძელება – მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა. პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადება სწორედ ამის დასტურია, რომ უკრაინამ ორი ცუდი არჩევანიდან უნდა აირჩიოს. ზუსტად ეს უნდოდათ, ჩვენს თავს მომხდარიყო, ჩვენც რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ. სწორედ ეს აარიდა საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


