Logo

შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში “ნაციონალური მოძრაობის” ხსენებაც არ ყოფილა

პოლიტიკა
366
Frontnews image description

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში “ნაციონალური მოძრაობა“ არავის უხსენებია. 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, თუ რაიმე გაურკვევლობები იყო საქართველო-უკრაინას შორის. 

 

“ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტის ნაწილი არ იყო, რადგან მათ დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, თუ რაიმე გაურკვევლობები იყო საქართველო-უკრაინას შორის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

 

მისი თქმით, უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს საუბარი სანქციების თემასაც შეეხო. 

 

“შეხვედრის დროს, საჯაროდ განვაცხადე, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი შეძლებს გვერდის ავლას სხვადასხვა სანქციებისა, ხოლო რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქ მთავარი არის ის, რომ რამდენად აქვს საქართველოს ინსტრუმენტი იმისა, რომ ორმხრივი სანქციით რაიმე ზიანი მიაყენოს რუსეთს. ჩემს კოლეგას მოვახსენე, რომ პირიქით, რუსეთის მხრიდან სანქციების ქვეშ ჩვენ უკვე წლებია ვართ.

 

ჩემმა კოლეგამ გაფართოებულ შეხვედრაზე არაერთხელ ახსენა უკრაინის მადლიერება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე იჩენს, ასევე იმ დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის, რასაც უკრაინელი ხალხის მიმართ სახელმწიფო საქართველოში იჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები