
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიდგომას, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს გამოყენებული მოლაპარაკებებში.
“რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას, რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე, არ მგონია, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს. არ მგონია, საერთოდ რაიმე კავშირი არსებობდეს უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციასა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას შორის. მცდელობა, რომ ეს დააკავშირონ, არის სწორედ საქართველოს საკითხით ინსტრუმენტალიზირება. ეს არ არის ევროპული მიდგომა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიდგომას, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს გამოყენებული მოლაპარაკებებში და შემდეგ გადაწყვეტილებები ერთმანეთის ჯინაზე იქნეს მიღებული. უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს, მით უმეტეს, იცით, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს უნგრეთის ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად სწორად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ვამბობდით, რომ ევროკავშირში თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. ყველა ხედავს, როგორი მნიშვნელობა აქვს ერთ ხმასაც კი ევროკავშირში. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ამ მხრივ არსებობს ერთსულოვნება ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს