
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
“ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი.
უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს