
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.
პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
შეხვედრა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს