
ავტორი
Front News საქართველო
უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა, – ამის შესახებ “იმედთან” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა. იქნებოდა ეს ვერტმფრენების გამოყენება, ფიზიკური შესვლა თუ ტექნიკა – გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა და ტექნიკა, სამი სხვადასხვა მიმართულებით კეთდება შესასვლელი გზა. ასე რომ, საჭიროება არ არის.
არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს არის სამწუხარო აქციონიზმი, რომელიც ხანდახან გარკვეულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში ახასიათებთ“, – აცხადებს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს