შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ვიზიტების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა გასულ წელს, უზბეკეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი და გამოხატა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორი პალატის თავმჯდომარეების საპასუხო ვიზიტით საქართველოში მასპინძლობის მზაობა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და, აგრეთვე, გაცვლებს მეგობრობის ჯგუფებს, კომიტეტებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის მიმართულებით, რათა შუა დერეფნის პოტენციალი უკეთ იყოს ათვისებული და გაუმჯობესდეს დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, აქტიური კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლების გზით.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს