
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახანს იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რა თქმა უნდა, ვადამდელ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს