Logo

შალვა პაპუაშვილი – ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი

პოლიტიკა
1055
Frontnews image description

საგარეო კურსის არჩევა ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ნაწილია და ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, საქართველო მშვიდობიანი გზით ცდილობს, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რაც ქვეყნის განუხრელი კურსია.

 

“ეს მუქარა ახალი არ არის, უბრალოდ, ინტენსიურობა იმატებს ან იკლებს-ხოლმე. არის, ასე ვთქვათ, რაღაც ფასები, რასაც რუსეთი ცდილობს, რომ თავის საგარეო პოლიტიკაში გაატაროს, მაგრამ ამაზე ყოველთვის პასუხი არის ერთი და ცალსახა, როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ნატო, თუ ევროკავშირი, ისე ჩვენი მხრიდანაც, რომ საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ნაწილი და ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი. სწორედ ამიტომაც არის ეს ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში, რომ მათ შორის არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ხალხის ამ არჩევანის უარყოფის შესაძლებლობა და მეორე – არცერთი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში საუბარია ნატოსა და ევროკავშირზე, საკუთარ თავზე არ მოახვევინებს ამ შემთხვევაში რუსეთს იმას, ვინ გააწევრიანოს საკუთარ რიგებში და ვინ – არა. ეს მკაფიო პასუხია. სხვა დანარჩენი გახლავთ პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის ნაწილი. ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა ცნობილია, ჩვენ მშვიდობითა და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, რომ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი. ეს გახლავთ ჩვენი განუხრელი კურსი და სწორედ ეტაპობრივი მიდგომით საქართველო, საბოლოო ჯამში, გაწევრიანდება როგორც ნატოში, ისე ევროკავშირსა და პარლამენტი იქნება ამის მთავარი განმაპირობებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები