
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ კვლავ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ეს არის ის კინო, რომელსაც ჩვენ 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და უნდა, ეს ძალაუფლება დაიბრუნოს.
ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?! ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში რომ შეაქვთ იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლის ლიდერებმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს და ეჭვი შეაქვთ იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პერიოდში დაკავებულები არიან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით და სხვადასხვა საკითხების დაბრალებით, ეჭვი რომ შეაქვთ ამ ადამიანებს ნინო წილოსანის პატრიოტიზმში, ეს არის სამარცხვინო, თუკი რამე არის სამარცხვინო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს