
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებას ვინც ეწინააღმდეგება, შეიძლება, მხოლოდ ის ჯგუფები იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, რას ნიშნავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს განცხადება, რომ „საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, კანონის უზენაესობის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდაპოლიტიკურ საკითხზე, მაგალითად, სააკაშვილის მომავალზე“.
“მიხეილ სააკაშვილის ამბავი უკვე დიდი ხანია, გარკვეულია და ვინც სკეპტიციზმით იყო განწყობილი, მათთვის ეს გარკვეულია მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ამხილა, რომ ყველა ეს ინფორმაცია, თითქოს მას არ ჰქონდა სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და სულ მცირე ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, ამ წლის მაისში იყო, მაისის შემდეგ ყველასთვის არის ცხადი. ის, ვინც უარყოფს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უარყოფს რეალობას. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მეც პირადად, გვაქვს ვიზიტები და ამ საკითხთან დაკავშირებით არავისთან კითხვები აღარ არის.
რაც შეეხება მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, ყველა მხარს დაუჭერს ჩვენი კანდიდატობის სტატუსს. ვინც ეწინააღმდეგება ამ სტატუსს, მხოლოდ ის ჯგუფები შეიძლება, იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს