შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




