Logo

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

პოლიტიკა
18 საათის წინ / 18:00
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში.

"ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, არიან. ვიზიტი 12 მაისს დასრულდება", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement