
ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი -საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, სანქციებს გვერდი აუაროს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელმა კოლეგამ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო სანქციების საკითხსაც.
“უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით, რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს – კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა თავმჯდომარის მხრიდან, რომ იქნებ საქართველოს განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები. ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი იმასთან დაკავშირები და ამაზე ვფიქრობ უკვე, რომ პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ორმხრივი სანქციების კუთხით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც, შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი – რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს