შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ სომხურ სამოციქულო ეკლესიას და სომეხ ხალხს შობას, ნათლისღებას


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს და მათ სიკეთეს, კეთილდღეობას უსურვებს.
“ვულოცავ სომხურ სამოციქულო ეკლესიას და საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ყველა სომეხს შობასა და ნათლისღებას. დაე, ამ დღესასწაულმა სიხარული, სიკეთე და კეთილდღეობა მოუტანოს თქვენს ოჯახებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი