
ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება ყველაზე დიდი დანაშაულია, რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალების შესასრულებლად ანტისახელმწიფოებრივ მეთოდებს იყენებს.
“ძალიან ცუდია, რომ “ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არ ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებები რუსეთის წინაშე აიძულებს მას, რომ წავიდეს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ.
მეთოდები, რომელსააც იყენებს ხელისუფლება ამ დავალების შესასრულებლად არის ანტისახელმწიფოებრივი. ეს არის დანაშაული როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის წინაშე.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს ქართული ოცნება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადადის. ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შავგულიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს