შამანოვი – 40-ზე მეტი რაკეტა დაფიქსირდა კიევის მიმართულებით, მათგან 37 ჩამოგდებულია


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათგან 37 საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მტრის თავდასხმის შედეგად დედაქალაქში არიან დაშავებულები, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა მიხაილ შამანოვმა განაცხადა.
“40-ზე მეტი რაკეტა დაფიქსირდა კიევთან ახლოს, 37 უკვე ჩამოგდებულია. ჩვენი გათვლებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასიური სარაკეტო შეტევა ფართომასშტაბიანი ომის პერიოდში”, – განაცხადა შამანოვმა.
ამასთან, შამანოვი არ გამორიცხავს, რომ სარაკეტო თავდასხმის რამდენიმე ტალღა იყოს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ, თუმცა მონაცემები ზუსტდება.
საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იგნატის ინფორმაციით, მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე დღეს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რუსული რაკეტა დაფიქსირდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს