შანიძის ქუჩაძე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარება სტაბილურად მძიმეა


ავტორი
Front News საქართველო
მედიკოსების შეფასებით, შანიძის ქუჩაძე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, აცხადებენ, რომ პაციენტს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
“ზურგის არეში გამჭოლი ჭრილობა, ოღონდ გამოსავლის გარეშე. სავარაუდოდ, არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით, საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის კანქვეშ შემავალი ჭრილობა, რომელმაც არ შეაღწია გულ-მკერდის ღრუში, არც მუცლის ღრუში. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურია. მოხვედრილია ერთი ტყვია. ახლა რეანიმაციაშია, პოსტოპერაციულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა კობა თაბაგირმა.
მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს