შარლ მიშელი – აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
“დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის“, – წერს მიშელი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში “ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.
ერევანში აცხადებენ, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს და სომხეთის სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები მიუღებელია.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>Devastating news coming from former Nagorno-Karabakh oblast today. <br><br>Military actions of Azerbaijan must be immediately halted to allow for a genuine dialogue between Baku and Karabakh Armenians.</p>— Charles Michel (@CharlesMichel) <a href=”https://twitter.com/CharlesMichel/status/1704099536799453473?ref_src=twsrc%5Etfw”>September 19, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>
თაგები:
შარლ მიშელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს