
ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევად აფასებს.
“უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა.
ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით“, -წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს