
ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. რეფორმების გზაზე პროგრესი გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერზე” წერს.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ და ხაზი გავუსვი მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევაში.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.
რეფორმების გზაზე პროგრესი გადამწყვეტ ფაქტორად რჩება“, – წერს შარლ მიშელი.
თაგები:
შარლ მიშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს