
ავტორი
Front News საქართველო
გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის და გვაქვს მზადყოფნა, მივანიჭოთ ეს სტატუსი საქართველოსაც, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს და ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.
“მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც ევროპულმა კომისიამ მოამზადა, ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის ერთიანობის, პოლიტიკური მზაობის საკითხი“, – განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს წევრები, გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებს ესაუბრნენ.
თაგები:
შარლ მიშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს