შარლ მიშელი – მოლდოვა და საქართველო ევროპული გზის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან


ავტორი
Front News საქართველო
17 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იქნება. მოისმენენ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან “გამარჯვების გეგმას” და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ, რათა შეიქმნას კონსენსუსი სამშვიდობო ინიციატივის ირგვლივ, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე.
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვას საკითხს განიხილავენ.
“ევროპის საბჭო განიხილავს რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს, რომელიც ეხება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში ვითარებას. ორივე ქვეყანა ევროპული გზის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას.
ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებებში, განსაზღვროს კავშირის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები და პრიორიტეტები და ჩამოაყალიბოს ჩვენი კოლექტიური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ევროკავშირის გავლენას გლობალურ სცენაზე”, – აღნიშნული შარლ მიშელის წერილში.
თაგები:
მთავარი ამბავი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა