
ავტორი
Front News საქართველო
მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახული პრიორიტეტები მოგვარდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
“რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. გასულ კვირას, ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად, მივიღეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. ვაღიარეთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია.
ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ მოლდოვას და უკრაინას. ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი მოახდენს ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე რეაგირებას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
თაგები:
შარლ მიშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს