
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გააჩნია საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერზე” წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა მიულოცა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა მივულოცე ბატონ ირაკლი კობახიძეს.
საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გააჩნია საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნავს შარლ მიშელი.
თაგები:
შარლ მიშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს