შარლ მიშელი – ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ტყუილი და თვალთმაქცობაა

ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის განცხადება ცეცხლის შეწყვეტა ისეთივე ტყუილია, როგორც “რეფერენდუმები”.
“აგრესორი არის კრემლი და მსხვერპლი – უკრაინელი ხალხი. რუსეთის ძალების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები”,- წერს შარლ მიშელი.
პუტინმა 5 იანვარს შოიგუს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.
თაგები:
შარლ მიშელი




