შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ბაჩუკი ქარდავაც აწერს

ავტორი
Front News საქართველო
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუქი ქარდავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს მოაწერს.
"მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა", – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
თაგები:





