Logo

“შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა”

საზოგადოება
1383
Frontnews image description

პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა იყო – ასე შეაფასა მედიასთან "ლელო საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ დანიელსონს, საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა მან ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგებს. ყოველ შემთხვევაში მე მინდა, რომ ასე დასრულდეს ეს მოლაპარაკება", – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

 "თქვენ იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა გარდა სხვა მოთხოვნებისა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს, დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა  ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია", – განაცხადა ხაზარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიანი დოკუმენტი უფრო სერიოზულ და ღრმა დოკუმენტად გადაიქცა. 

"ეს არ იქნება ჩემი მხრიდან რაღაცა შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა ის ექვსპუნქტიანი, ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი. უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს, რა თქმა უნდა, განხორციელდა ცხოვრებაში. ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ეს განვახორციელოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 

თაგები:

Advertisement