შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, – წერს La Libre.
“არ მინდა, დავებმა დაგვაშოროს მთავარისგან და დააზიანოს ინსტიტუტი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და შესაბამისად, ევროპული პროექტი“, – აღნიშნა მან.
მიშელმა აღიარა, რომ მან ვერ შეაფასა „ზოგიერთი ნეგატიური რეაქციის მასშტაბები და რადიკალურობა“ ევროპარლამენტში მისი კენჭისყრის შესახებ განცხადებაზე.
მიშელმა აღიარა, რომ მან ვერ შეაფასა “ზოგიერთი ნეგატიური რეაქციის მასშტაბები და რადიკალურობა” ევროპარლამენტში მისი კენჭისყრის შესახებ განცხადებაზე.
“შეურაცხმყოფელი თავდასხმები სულ უფრო ჭარბობს ფაქტობრივ და ობიექტურ არგუმენტებს. ჩემი აზრით, ეს უარყოფითად აისახება დემოკრატიული ცხოვრების განვითარებაზე”, – აღნიშნა მიშელმა.
თაგები:
შარლ მიშელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს