შარტავას ქუჩაზე სავარაუდოდ, CO-თი გარდაცვლილი ორი მამაკაცი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ორივე პირი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
მისივე ცნობით, სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
გარდაცვლილი 33 და 40 წლამდე მამაკაცები სავარაუდოდ, ირანის მოქალაქეები არიან.
თაგები:
გაზი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს