შავ ზღვაში თურქული სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა


ავტორი
Front News საქართველო
19 ნოემბერს, შტორმის დროს თურქული სატვირთო გემი 12 ეკიპაჟით შავ ზღვაში გაუჩინარდა.
“ქარიშხლის დროს სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.
არსებული ინფორმაციით, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და უამინდობამ საძიებო სამუშაოებს ხელი შეუშალა.
“როცა ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს.
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს