
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან საუბრის სურვილი პარლამენტში შესვლაზე მზაობას არ ნიშნავს.
"თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ პარლამენტში ვაპირებთ შესვლას და მაგიტომ მეკითხებით. ყველას ველაპარაკებით, აბსოლუტურად ყველას. ისეთი დიდი ინტერესი იყო დღეს მედიასაშუალებების მხრიდან, რომ შეგვეშინდა რაიმე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და საერთოდ არ გვინდა შეხვედრა. ახლა, სინამდვილეში, მთავარი ამბავი არის, რომ სკანდალები და კონცერტები კი არ მოვაწყოთ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც შევეცდებით, რომ გადავდგათ, ჰქონდეს მაქსიმალური სერიოზულობა. ჩვენ ვცდილობთ, ასეთი რეჟიმით ვიცხოვროთ იმ საგიჟეთში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს