Logo

“შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება”

საზოგადოება
827
Frontnews image description

საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ტიპოლოგია არ იცვლება, მაგრამ იცვლება ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება.

"2012 წლის შემდეგ 9 წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიით და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკოსნტიტუციურ  გამოწვევებს.

ამიტომაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება. ეს გახლავთ ჩვენი ქართველი ხალხის კონსენსუსი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თაგები:

Advertisement