
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა, მესამე ფაზის დასაწყისი გამოაცხადონ.
"საქართველოში ერთადერთი აქტიური შეზღუდვა, რაც არის დარჩენილი – ეს არის კომენდანტის საათი. სხვა, თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. რაც შეეხება, რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი", – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
"ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს