Logo

“შეხედეთ რა, ხალხი თუ არ დაგიდგათ გვერდში, მილიონი კარავი გაშალე, მერე რა, იძახე არჩევნები, არჩევნები”

საზოგადოება
418
Frontnews image description

​ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პოლიტიკოსებს შერიგებისკენ მოუწოდა. მეუფემ მათ ეკლესიაში მისვლა და დალაპარაკება სთხოვა. 

მისივე განმარტებით, მათ მედიატორი არ სჭირდებათ და ეკლესიაც დაეხმარება. 

"მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ და შევთავაზე ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის და გარეთ პოლიტიკაზე ესაუბრათ, იმიტომ რომ სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი არ ეშველება. შეხედეთ რა, ხალხი თუ არ დაგიდგათ გვერდში, მილიონი კარავი გაშალე, მერე რა. იძახე არჩევნები, არჩევნები. აი რატომ არ გიდგება ხალხი, შეხედე მაგას. მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოდ უცხოელებთან დგებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ, ისინი ხო ხედავენ, იქ არ მოსულა მასეთი რამე. ჯერ რაში გჭირდებათ უცხოელები, შიგნით ვერ უნდა დაილაპარაკოთ, არ არის სირცხვილი? ხომ შეიძლება მობრძანდეთ ეკლესიაში და ჩვენ გაჩვენებთ, ჩვენ რა არ შეგვიძლია? რომლებიც გვაგინებენ და პატრიარქთან მასე იქცევიან, ქუჩაში საერთოდ არ გავატარებთ იმათ, ნახავთ მაგასაც. სახლებში ხომ ცხოვრობენ? მეზობლები გააგდებენ იქიდან, რომ მივალთ და აღარ აცხოვრებენ, მაგრამ არ გვინდა. იქნებ გადარჩნენ, იქნებ სული გადაირჩინონ, მასეთი მოღალატეები არ იყვნენ. ხომ ვიცით ვინ დგას, რომელი პოლიტიკოსები დგანან ჩვენი ქვეყნიდან, თუ სხვა იმიდან მაგათ უკან. ხომ არ არის ქრისტიანული საქციელი ხომ? ამიტომ, პოლიტიკოსებსაც ვთხოვ, მოვიდნენ და შევარიგებ, რომ შერიგდებიან, ვინც დაარღვევს, იმას მთელმა ერმა მოვთხოვოთ პასუხი"-განაცხადა მეუფე იაკობმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები