შეკვეთილში “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
მათივე თქმით, გადაწყვეტილებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი იღებს და მთავრობის წევრები მისი მარიონეტები არიან.
“ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მთავარი მავნებელი, მთავარი დამაქცევარი, ადამიანი, რომელმაც ბოლომდე ჩაიგდო ხელში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მთლიანად სახელმწიფო და თავისი არაფორმალური მმართველობით ცდილობს, რომ გაანადგუროს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი. მისი დამქაშები, მისი მონები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებენ, აუცილებლად პასუხს აგებენ სამართლის და ხალხის წინაშე, რომელიც მათ ამ ყველაფერს არ აპატიებს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა.
ოზურგეთში საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით მჟავანაძის განცხადებით, იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვეობაში, პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი.
“ბორენკა ივანიშვილი არის იმ დავალებების შემსრულებელი, რომელსაც კრემლი გასცემს და მისი ამოცანაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაისაჯოს და ამის შემსრულებელია ბორენკა ივანიშვილი. მოვედით მის სახლთან, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ კობახიძეები, თალაკვაძეები და ძმანი მისნი არიან უბრალოდ მარიონეტები და არაფერს წარმოადგენენ. ის, რომ დიდი ალბათობით ივანიშვილი აქ არის, ამას მიანიშნებს ის ასობით პოლიციელი, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული”, – განაცხადა მჟავანაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი




