შემდეგ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს, 26% “ოცნებას” მისცემდა ხმას, 14% – “ნაცმოძრაობას”, 9% – გახარიას პარტიას


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხულებს შეკითხვა დაუსვა, ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას.
პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართულ ოცნებას“ – 26%-იანი მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%-ით; „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარიას პარტიას 9% ასახელებს, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტიას“ – 3%, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიას, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ – 2-2%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
ლევან ვასაძის პარტიას, „ევროპულ საქართველოს“, ანა დოლიძის პარტიას, ელენე ხოშტარიას მოძრაობასა და „გირჩს“ – 1-1%-იანი მაჩვენებელი აქვთ. 1% – სხვა პარტიებს, არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%, შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გასცა 20%-მა პროცენტმა, 7%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა