Logo

“შემხვედრი უნდა იყოს ეს კომპრომისი, 100%-ით ერთმა მოიგოს და მეორე ნოლი პროცენტით დარჩეს, ასე არ შეიძლება”

საზოგადოება
429
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში. ურთიერთკომპრომისისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს, რადგან მის გარეშე შეთანხმება არ მიიღწევა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, თუ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ გადაწყდა, შეთანხმება ვერ შედგება.

"ჩვენ ვეთანხმებით და ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების აზრს. ჩვენი პოზიცია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ არის, რომ ორივე მხარე ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები უნდა წავიდნენ მოლაპარაკებასა და კომპრომისზე. ორმხრივი შემხვედრი წინადადებები უნდა არსებობდეს და შემხვედრი უნდა იყოს ეს კომპრომისი. რა თქმა უნდა, 100%-ით ერთმა მოიგოს და მეორე ნოლი პროცენტით დარჩეს, ასე არ შეიძლება. როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, ისინი ცარიელი ხელებით უნდა იყვნენ და ჩვენ სავსე ხელებითო. ასე არ გამოვა.

ჩვენ ყოველთვის ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს აქვს აზრი და მზად ვართ. მაგრამ ის თუ რამდენად პროდუქტიული იქნება, ეს „ოცნებაზეა“ დამოკიდებული. ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც ამბობენ, მეტი ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობებზე წასვლა, ამას იმედოვნებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და დათმობა იქნება ორმხრივი. აქ არ არის ის, რომ ვიღაც მოიგებს ან წააგებს. შეთანხმება მხოლოდ ასე შედგება. ოღონდ ყველა საკითხზე. თუ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ გადაწყდა, შეთანხმება ვერ მოხდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თაგები:

Advertisement