"შემოდგომის წყალტუბო 2025"-ის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ პარკში წყალტუბოს მეგობარი ქალაქების რუკა გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბო 2025"-ის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ პარკში წყალტუბოს მეგობარი ქალაქების რუკა გაიხსნა.
გაიმართა წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის - შილუტეს (ლიეტუვა) დელეგაციის ოფიციალური მიღების ცერემონია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ეკატერინე სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და ლადო ბოჟაძე, ასევე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები და მოწვეული სტუმრები.
თაგები:
წყალტუბო




