შენგენის შვიდმა ქვეყანამ საზღვარი “სინოვაკით” აცრილებისთვისაც გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
SchengenVisaInfo-ს ინფორმაციით, შენგენის შვიდმა ქვეყანამ – ავსტრიამ, ფინეთმა, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ, საზღვარი “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვისაც გახსნა.
“სინოვაკით” აცრილებისთვის, ამ ქვეყნებში შესასვლელად მთავარი მოთხოვნაა, რომ სრულად იყვნენ აცრილები და ჰქონდეთ დოკუმენტი, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია იქნება ასახული მასპინძელი ქვეყნისთვის მისაღებ ენაზე.
მათ ამ ქვეყანებში შესვლის შემდეგ, თვითიზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევთ.
თაგები:
აცრა




