“შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო” ოკუპირებული ცხინვალის “ხელისუფლება” “საქართველოსთან საზღვარს” კეტავს


ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ხელისუფლება” საქართველოსთან “საზღვარს” სამი დღით კეტავს.
“სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია საქართველოში პროდასავლური ოპოზიციური ძალების გააქტიურებით, რომლებიც აცხადებენ “ქვეყნის გაერთიანებისთვის“ მომზადების აუცილებლობაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტები იხურება.
შეზღუდვა იმოქმედებს 24 ივნისს 20:00 საათიდან 27 ივნისის 09:00 საათამდე“, – აღნიშნულია “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
თაგები:
ცხინვალი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა