შერაზ გასრი – კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ არის ფრანგული და არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს


ავტორი
Front News საქართველო
კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ არის ფრანგული კანონპროექტი და არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ განაცხადა.
“საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელიც მას სურს. ამავე დროს, როგორც საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი და ევროკავშირის წევრი, მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის ოჯახში ჩვენ საქართველოს მივესალმებით და ვეუბნებით მას, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, თუმცა, ყველაფერი საქართველოს გადასაწყვეტია.
ეს კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოში, არ არის ფრანგული კანონპროექტი. რა თქმა უნდა, საფრანგეთშიც ხდება განხილვები, თუმცა, რაც ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში, არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმის არგუმენტად და ფაქტორად თუ რა ხდება საქართველოში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი”, – განაცხადა ელჩმა.


ჰერჩინსკი – ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება

მამუკა მდინარაძე – ბარიერი არ დაიწევა, პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის

“სამოქალაქო იდეა” – “ხალხის ძალის” კანონპროექტი არის სახიფათო, დისკრიმინაციული და მნიშვნელოვნად გვაშორებს ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებული მიზნისგან