
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ განაცხადა.
“როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიციის პოლიტიკური ძალები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ერთად, კონსტრუქციულად და და ინკლუზიურად მუშაობისთვის, რათა განახორციელონ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
თაგები:
შერაზ გასრი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს