“შესაძლებელია კატასტროფა” – რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ რეაქტორებთან კამიკაძე დრონებს იყენებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორების თავზე კამიკაძე დრონებს იყენებენ, – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
“ოკუპანტები უშვებენ დრონებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები ვერ პასუხობენ, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა.
მისივე თქმით, დაზვერვის მთავარ დირექტორატს აქვს ოკუპანტების მიერ კამიკაძე დრონების გამოყენების მტკიცებულებები.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ეს ფაქტი ოკუპირებულ ატომურ ობიექტზე აგრესორი სახელმწიფოს დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო საქმიანობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
“ამგვარ ქმედებებს შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს”, – აღნიშნავს სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FDefenceIntelligenceofUkraine%2Fvideos%2F449146137480883%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ზაპოროჟიე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს