Logo

“შესაძლოა, გაიმართოს მოლაპარაკებები დღეს, შევცვალეთ გეგმები, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ”

საზოგადოება
892
Frontnews image description

კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები დილიდან პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად არიან შეკრებილი. მათი ინფორმაციით, დღეს მათთან შესახვედრად კომპანიის წარმომადგენელი უნდა მივიდეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს აუდიენცია შედეგით დასრულდება, თუმცა აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება "ბორჯომს" არ გაუკეთებია.

"შესაძლოა, გაიმართოს მოლაპარაკებები, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან. შესაბამისად, შევცვალეთ გეგმები, რომ მოლაპარაკების პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი მიზანია მოლაპარაკება და შედეგის მიღწევა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ადმინისტრაცია მზადაა დიალოგი პროფკავშირების ჩართულობით გაიმართოს. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკება შედგება", – აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი. 

გაფიცული თანაშრომლები აცხადებენ, რომ თუ მოლაპარაკება სასურველი შედეგით არ დასრულდება და კომპანია პროფკავშირების დასწრებაზე კვლავ უარს იტყვის, აქციები და პიკეტირებები გაგრძელდება. 

კომპანია "ბორჯომის" ორივე ქარხანა უკვე 8 დღეა, პარალიზებულია. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები