Logo

"ყოველ დღეს რაღაც მოაქვს" - ზელენსკი "ტომაჰავკების" გადაცემას არ გამორიცხავს

უკრაინა
280
Frontnews image description

უკრაინამ შესაძლოა, მიიღოს შორ მანძილზე მოქმედი "ტომაჰავკის“ რაკეტები. ყოველ დღეს ახალი დახმარება მოაქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრის მთავარი შედეგი იყო რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ ახალი სანქციები და ამერიკელი ლიდერის ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრის გადადება, უკრაინის გარეშე.

"ჯერ "ტომაჰავკები“ არ გვაქვს... ვნახოთ, ყოველ დღეს რაღაც მოაქვს. არ ვიცი, იქნებ ხვალ "ტომაჰავკები“ გვქონდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბოლო თვის განმავლობაში, ამერიკული "ტომაჰაკვის“ რაკეტების უკრაინაში გადაცემის საკითხი სულ უფრო აქტუალური გახდა. რაკეტების მიწოდების საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ვაშინგტონში 17 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. შეხვედრის დროს უკრაინის ლიდერმა შესთავაზა ტრამპს, რომ ათასობით უკრაინული დრონის სანაცვლოდ "ტომაჰაკვის“ რაკეტების მიწოდება დაეწყო, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ, რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.

Advertisement