“შეშფოთებული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვიმყოფები სოლიდარობის გამოსახატად, შეშფოთებული ვართ, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
ანდრიუს კალინდრას თქმით, ლიეტუვა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია.
"ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ლიეტუვა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ, რომელიც ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს