“შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავების გამო, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს”


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება და მოუწოდებს მხარეებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად.
"როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავების გამო და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ესკალაციას, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი "ტვიტერზე".
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სპეცრაზმმა პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. აღნიშნულმა დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გაამწვავოს ან გამოიწვიოს დაძაბულობა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს თავისი ვალდებულებები დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემები იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან.
აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავნაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს